leaderboard_below_slide
left_sabechdi

8 იანვარს ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში“ გოლიათი ბიჭი დაიბადა

8 იანვარს ოზურგეთის კლინიკა „მედალფაში” გოლიათი ბიჭი დაიბადა – ვაჩე კვერღელიძე 5,6 კილოგრამია.

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ კლინიკა „მედალფაში“ მყოფი „გოლიათი“ ბავშვი და მასთან ერთად სხვა ახალშობილები მოინახულა. ავთანდილ თალაკვაძემ მათ მშობლებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„ვაჩესთან ერთად, სამედიცინო ცენტრში მყოფი ახალშობილები – დემეტრე სიჭინავა და ირინე დარჩია მოვინახულეთ. მათ მშობლებს დამდეგი კალანდა მივულოცეთ და საახალწლო საჩუქრები გადავეცით. ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ პატარებს!“ – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე იხილეთ