leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არგაცემაზე: ეს ადამიანი თაღლითია, არავის შერჩება მძიმე დანაშაული

„თაღლითი და კრიმინალია დავით კეზერაშვილი თავისი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

მისივე განმარტებით, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია და მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

„ცხადია, ეს ადამიანი თაღლითი და კრიმინალია თავისი წარსულიდან გამომდინარე და აწმყოშიც რაც იკადრა უმძიმესი დანაშაულია, თაღლითური გზით ასიათასობით პენსიონერი გააუბედურა. ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც დაწყებულია. არავის შერჩება ასეთი მძიმე დანაშაული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე იხილეთ