დავით ჩიხელიძე “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივაზე: ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დავარქვათ, დამნაშავე დავსაჯოთ, გმირი კი დავაჯილდოოთ
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებით ისინი ამზადებენ საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელიც პროკურატურას გადაეცემა. ვერაფერს დაამატებ, აღნიშნული ინიციატივა დაგვიანებულიც კი არის. სამწუხროდ ჩვენი პრობლემა მოვლენებისთვის სათანადო სახელის არ დარქმევა არის, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
მისივე თქმით, არ შეიძლება პირი, რომელიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებს პოლიტიკაში იყოს, ან პირი რომელმაც გარკვეული გარიგებების სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიები უცხო ქვეყანას გადასცა, დღეს მორალს გვიკითხავდეს.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს განცხადებით ისინი ამზადებენ საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელიც პროკურატურას გადაეცემა, ვერაფერს დაამატებ, აღნიშნული ინიციატივა დაგვიანებულიც კი არის. სამწუხროდ ჩვენი პრობლემა მოვლენებისთვის სათანადო სახელის არ დარქმევა არის.
ჩვენს ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დავარქვათ, დამნაშავე დავსაჯოთ, გმირი კი დავაჯილდოოთ, არ შეიძლება პირი, რომელიც სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებს პოლიტიკაში იყოს, ან პირი რომელმაც გარკვეული გარიგებების სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიები უცხო ქვეყანას გადასცა, დღეს მორალს გვიკითხავდეს. რატომ იყო ნიურნბერგის პროცესი საჭირო? მან რეჟიმის ქმედებები გააშიშვლა და საზოგადოებას ტრაგიკული სიმართლე აჩვენა. ჩვენთან სწორედ ამიტომ არის პროცესი დასაწყები, რომ საზოგადოებამ ფაქტობრივი მტკიცებულებებით გამყარებული სიმართლე გაიგოს, ვინ არის ქვეყნის მტერი და ვინ მოყვარე!
პოტენციურ ჯაშუშებს, პოლიტიკურ მეძავებს ვუწოდებ, რომელთაც ფულის სანაცვლოდ ღირსების და სამშობლოს გაყიდვა შეუძლიათ! სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის იყვნენ და არიან ჯაშუშები, ლუსტრაციისთვის ავიღოთ ოპოზიციის ბოლო დროინდელი ქმედებები, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დღევანდელი ოპოზიცია საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი სუბიექტები არიან და არა საქართველოს ქომაგები“, – წერს დავით ჩიხელიძე.