დავით მათიკაშვილი: კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ და მასთან აფილირებული „ენჯეო“ სექტორის მიზანი სასამართლო სისტემის დაპატრონებაა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ და მასთან აფილირებული „ენჯეოების“ მიზანი სასამართლო სისტემის დაპატრონებაა, რასაც “ქართული ოცნება” არ დაუშვებს.
„ზოგიერთი „ენჯეო“ სექტორის სურვილებია, რომ იგივე ხელით, როგორც ეს 2003-2005 წლებში ხდებოდა საქართველოში, სასამართლო სისტემაში მოხდეს წმენდა და ადეიშვილმა და მისმა ყოფილმა მოადგილემ ნონა წოწორიამ ან ამ სოუსში მოხარშულმა სხვა პირებმა, განახორციელონ სასამართლოში წმენდა. რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას არავინ დაუშვებს.
სასამართლო სისტემის დაპატრონება, ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ და მასთან აფილირებული „ენჯეო“ სექტორის პირველი მიზანი. სწორედ, ამ რაკურსით მათ სურთ შემდგომ უკვე რევანშისტულად ხელისუფლებაში მოსვლა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.