leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: უწესებენ სანქციებს ქართველ პოლიტიკოსებს და პოლიციელებს – ჩვენები არ შიშობენ, მაგრამ შიშობს ევროკავშირი, რომ უცხო ქვეყანა (აშშ) თავისივე სანქციებს გააუქმებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „Financial Times“-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „ევროკავშირი შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა, შესაძლოა ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული სანქციები და სხვა ბრძანებები გააუქმოს“ სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით დაწესებული სანქციებით შეშინებულები სულაც არ არიან ქართველი პოლიტიკოსები და პოლიციელები.

„როგორი გულამაჩუყებელი მოლოდინია – „შიშობს“ ევროკავშირი. ანუ ყველა „შიშობს“ – დასანქცირებულთა გარდა. უწესებენ რუსეთს სანქციებს – რუსეთი არ შიშობს, მდიდრდება. სამაგიეროდ შიშობენ სანქციების ავტორები. იმ დონეზე შიშობენ, რომ დასანქცირებული რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღების კუთხით სარეკორდო მაჩვენებელზე ავიდნენ.

უწესებენ სანქციებს ქართველ პოლიტიკოსებს და პოლიციელებს – ჩვენები არ შიშობენ, მაგრამ შიშობს ევროკავშირი, რომ უცხო ქვეყანა (აშშ) თავისივე სანქციებს გააუქმებს. მერე თავისივე სანქციებს რა უყოს შეშინებულმა ევროკავშირმა? მანაც გააუქმოს, თუ მათი შენარჩუნების ეშინოდეს? რა ქნას? როგორ მოიქცეს? შეშინებული ევროკავშირი კი მტრისას (განრისხებული მიხაელ როთი მიდგას თვალწინ): ის აწესებს სანქციებს და ეშინია, მერე იმის შიში ეუფლება – შეუნარჩუნოს ისინი დასანქცირებულებს თუ არა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

ასევე იხილეთ