ლევან ნიკოლეიშვილი: დღეს შეერთებული შტატებისთვის საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი ხელისუფლებაა, რომელიც ამბობს, რომ ის არის მზად, პროდასავლური კურსი შეინარჩუნოს
„ერთგვარი ხელოვნური კრიზისი შექმნეს საქართველოში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა უცხოელმა მეპატრონეებმა, იმ რადიკალებმა, რომლებსაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილება უნდოდათ”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.
„დღეს, შეერთებული შტატებისთვის საქართველოში ყველაზე ხელსაყრელი ხელისუფლება, ვინაიდან ეს არის პრინციპული ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ის არის მზად, რომ პროდასავლური კურსი შეინარჩუნოს, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მკაფიოდ აცხადებს, რომ ის იქნება თავისი ეროვნული ინტერესების დამცველი. რომელი ჯობია, რომ ეროვნული ინტერესების დამცველი, პრინციპული ხელისუფლება იყოს შენი პარტნიორი, თუ მონურ მორჩილებაში მყოფი ხელისუფლება?! ცხადია, რომ ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია ამას მშვენივრად აცნობიერებს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.