„სამწუხაროდ, არცერთ ცნობილ გამომცემელს, არცერთ ცნობილ ხელოვანსა თუ საზოგადო მოღვაწეს ამ ადამიანების უკვდავსაყოფად და დასაფასებლად დღემდე არაფერი გაუკეთებია (ამ მხრივ გამონაკლისია ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, ცნობილი ქართველი დისიდენტი ქალბატონი ეთერ მგალობლიშვილი და მისი წიგნი „მე ვადანაშაულებ”), ამიტომ ეს ჩვენი, ჩვეულებრივი ხალხის ვალი მგონია! გთხოვთ, ინფორმაცია მაქსიმალურად გააზიაროთ!” – საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ძვირფასო მეგობრებო, მოგმართავთ ერთი მნიშვნელოვანი თხოვნით, ვაგროვებ მასალას 1992 წლის იანვარსა და თებერვალში დახვრეტილი ადამიანების შესახებ, სამწუხაროდ, დრო უმოწყალოდ გადის და ისტორიული მეხსიერება იკარგება, მაგალითად, შარშან გარდაიცვალა მიტინგზე მოკლული 21 წლის გივიკო რეხვიაშვილის დედა, შესანიშნავი ქალბატონი (საბედნიეროდ მოვასწარი მისგან ინტერვიუს ჩაწერა და სათანადო მასალების წამოღება, საუბედუროდ, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ვერც დამნაშავეების დასჯას ვერ მოესწრო და ვერც შვილის სათანადო დაფასებას), ისტორიული მეხსიერების დაკარგვასთან ერთად, გაქრება ამ ადამიანების ხსოვნა და ჯერ კიდევ დაუფასებელი გმირობის მნიშვნელობა. ძვირფასია ყველანაირი ინფორმაცია: ფოტო, ჩანაწერი, მოგონება, მზად ვარ, თვითმხილველებს შევხვდე და ინტერვიუ ჩავწერო, მასალის ნაწილი უკვე შევიტანე ჩემს ფილმში „დახვრეტილი საქართველო”, თუმცა ეს ძალიან ცოტაა… ეს მასალა მალე სამუდამოდ გაქრება! სამწუხაროდ, არცერთ ცნობილ გამომცემელს, არცერთ ცნობილ ხელოვანსა თუ საზოგადო მოღვაწეს ამ ადამიანების უკვდავსაყოფად და დასაფასებლად დღემდე არაფერი გაუკეთებია (ამ მხრივ გამონაკლისია ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, ცნობილი ქართველი დისიდენტი ქალბატონი ეთერ მგალობლიშვილი და მისი წიგნი „მე ვადანაშაულებ”), ამიტომ ეს ჩვენი, ჩვეულებრივი ხალხის ვალი მგონია! გთხოვთ, ინფორმაცია მაქსიმალურად გააზიაროთ!” – წერს გიორგი კალანდია.