საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი მიხეილ მჭედლიძე ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს თხოვნით მიმართავს:
„ბატონ ლაშა პაპაშვილს!
ბატონო ლაშა!
თქვენი კეთილი გულით გაცემული „დურუჯის” პრიზები უგვანო თეატრალებმა მიუყარეს ჟიურის.
მე დაჯიდოებულთაგან მხოლოდ ორი ვიცი – დათა თავაძე და ნანკა კალატოზიშვილი.
მათი პრიზებიდან ერთ-ერთი ან მაჩუქეთ, ან შევიძენ, თუნდაც აუქციონის წესით ამ ვითომ ხელოვანების უღირსი მოქალაქეობრივი პოზიციის მუდამ გასახსენებლად.
მადლობელი დაგრჩებით, თუ ჩემს თხოვნას გაიზიარებთ.
ისე, საჯარო აუქციონი ურიგო არ იქნებოდა.
პატივისცემით,