leaderboard_below_slide
left_sabechdi

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი: ყველამ პატივი უნდა სცეს გრენლანდიის დამოუკიდებლობის სურვილს

ყველამ პატივი უნდა სცეს გრენლანდიის დამოუკიდებლობის სურვილს, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ კოპენჰაგენში, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გრენლანდიის ლიდერის თქმით, მას არ ჰქონია კონტაქტი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, რომელმაც განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

„ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობის სურვილი. გვსურს, ვიყოთ ჩვენი საკუთარი სახლის პატრონები. ეს არის ის, რასაც ყველამ პატივი უნდა სცეს,“ – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ.

ასევე იხილეთ