ნიუ-იორკის სასამართლომ დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე დონალდ ტრამპს უპირობო გათავისუფლება შეუფარდა. ინფორმაციას „ჰილი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილება ნიუ იორკის სასამართლოს მოსამართლემ, ხუან მერჩანმა მიიღო.
„სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთადერთი სასჯელი არის უპირობო გათავისუფლება, რაც არის კანონიერი და დასაშვები სასჯელი ბიზნესჩანაწერების გაყალბებისთვის“, – თქვა მერჩანმა.
ტრამპმა უთხრა მოსამართლეს, რომ ის არის სრულიად უდანაშაულო.
უპირობო გათავისუფლება (unconditional discharge) ნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩება, თუმცა თავად საქმე შეწყდება სასჯელის განსაზღვრის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპს არ ემუქრება ციხე ან ჯარიმა.