ვატო შაქარიშვილი: ერთი წამით წარმოიდგინეთ, ვის გვერდითაც ეს შიგევროპელი დგას, იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლების პირობებში იგივე სცენის გაგრძელება…
საზოგადოებრივი გაერთიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა „იცის, ამის გამო ყველა ძვალს არ დაუმტვრევენ” და ამიტომ ბედავს „სპიჩკის” სროლას.
„სასამართლოში ბრალდებულმა „სპიჩკის” (ასე უწოდა ასანთს თავად შიგევროპელმა) კოლოფი ესროლა პროკურორს.
ერთი წამით წარმოიდგინეთ, ვის გვერდითაც ეს შიგევროპელი დგას, იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლების პირობებში იგივე სცენის გაგრძელება…
დღეს კი, იცის, რომ ამის გამო ყველა ძვალს არ დაუმტვრევენ, ჭაკუა და მელაძე არ დახვდებიან სასამართლოდან უკან მიბრუნებულს, დუბინკას და ცოცხს არ გაუყრიან და სისხლში არ აბანავებენ სულის ამოხდამდე… და ცოცხლად დარჩენის შემთხვევაში, იმ კოლოფში ყველა ასანთის ღერს არ დაუთვლიან და თითოეულის სროლაზე ცალ-ცალკე მუხლს არ წაუყენებენ…
იცის და ამიტომ ბედავს, მერე მობრუნდება და ქართული ოცნების „რეჟიმიო”, იტყვის… “ – წერს ვატო შაქარიშვილი.