leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: 20 იანვარს ადგილობრივ ცვილის ფიგურებს დაემართება „იროდიონის სინდრომი“ („ცისფერი მთები“) – აი, შარვალი რომ გაერღვა, თანაც ისე, ამის სპეციფიკური ხმაც რომ ისმის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ „ეხო კავკაზა“-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება და წერს, რომ „ეხო კავკაზას“ ასკინკილით მოხტუნავე ცნობილი „ექსპერტები“ ერთმანეთს ეჯიბრებიან „პირიქითა არმაგედონის“ სურათის წარმოსახვაში.

„20 იანვარს ადგილობრივ ცვილის ფიგურებს დაემართება „იროდიონის სინდრომი“ („ცისფერი მთები“) – აი შარვალი რომ გაერღვა, თანაც ისე, ამის სპეციფიკური ხმაც რომ ისმის. ყველა ეუბნება: „გაგერღვაო კაცო შარვალი“ – და არაო, ჯიუტად იქნევს ხელს იროდიონი. რეჟისორი აქაც გვიტოვებს ინტრიგას – ეს იროდიონის გარღვეული შარვლის ხმა იყო თუ ჭერზე გამსკდარი ბიაზის. რა მნიშვნელობა აქვს – ვერც ბიაზის გასკდომას ათვითცნობიერებენ ნგრევისკენ განწირული შენობის მობინადრენი: ხან მიწის ქვეშ ეძებენ მიზეზებს და ხან მოტობურთს აბრალებენ. საბოლოო ჯამში მაინც გაქცევით შველიან თავს.

ამხელა შესავალი რისთვის დამჭირდა: „რადიო თავისუფლების“, როგორც მთავარი რეზიდენტურის ფილიალის, „ეხო კავკაზას“ ბოლო პუბლიკაციას გაეცანით, სადაც ასკინკილათი მოხტუნავე ცნობილი „ექსპერტები“ ერთმანეთს ეჯიბრებიან „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ საუკეთესო ტრადიციებში „პირიქითა არმაგედონის“ სურათის წარმოსახვაში: „ქართული ოცნება“ კუთხეშია მომწყვდეული, მისი ამომრჩეველი უმცირესობაშია, აშშ-მ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და ა.შ.

ანუ პროფესიონალი-დეზინფორმატორების პოზიციებიდან მაქსიმალურად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ „იროდიონს შარვალი არ გაერღვა“ და შენობის ნგრევას მხოლოდ „მოტობურთის გაუქმება“ შეუწყობს ხელს. „ეხო კავკაზას“ პუბლიკაციის მთავარი გმირები – ღვაწლმოსილი და „დამსახურებული“ აგენტები არიან, რომელთა ჯაშუშობაში სამართლებრივი მხილება, წესით მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებასა და დროის ფაქტორზე უნდა იყოს დამოკიდებული“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ