უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში საბრძოლო მასალების და სადაზვერვო დრონების საწყობი გაანადგურეს. ამის შესახებ „Deutche Welle“ იუწყება.
როგორც უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება, თავდაპირველად ობიექტს დრონებმა შეუტიეს. ამ მომენტში, როდესაც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები დრონების მოგერიებით იყო დაკავებული, მიზანს „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტა მოხვდა.
უკრაინული მხარის ცნობით, განადგურებულია სადაზვერვო დრონების საწყობი, რომლებიც უკრაინაზე დარტყმების კორექტირებისთვის გამოიყენებოდა.
რუსეთის რეგიონული ხელისუფლების ორგანოები იუწყებიან, რომ უკრაინამ რუსეთზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. როსტოვის ოლქის გუბერნატორი იური სლიუსარი წერს, რომ ამ რეგიონში 16 უკრაინული დრონი იქნა განადგურებული.