ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე.
„იცით, ოდესღაც ჩვენ გვქონდა იმპერია, ეს სიმართლეა. ჩვენ გვქონდა იმპერია, რომელიც შვიდჯერ დიდი იყო, ვიდრე რომის იმპერია. ეს მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი იმპერია იყო. დღეს მისგან, ფაქტობრივად, არაფერი დარჩა, მაგრამ კმაყოფილები ვართ, პოსტიმპერიალისტური როლით“, – განაცხადა ჯონსონმა.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების კონტროლი საჭირო არ არის, „ თუ გიყვარს გაუშვი“.
„რასაც პუტინი აკეთებს, არქაული და ბარბაროსულია, მან უნდა გაიგოს, რომ ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა – არც ერთი ქვეყანა აღარ არის რუსეთის იმპერიის ნაწილი და იგივე ეხება უკრაინას. ეს დასრულდა. აღარ არის იმპერია, ვლადიმირ. იდიოტი ხარ!“,– განაცხადა ბორის ჯონსონმა.