რობერტ ფიცო: ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში დადის, მათხოვრობს, სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს, ეს უნდა შეწყდეს, მოსაბეზრებელია
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინა, როგორც არასაიმედო პარტნიორი, მკაცრად გააკრიტიკა და თქვა, რომ მობეზრდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპაში სიარული, მისი „მათხოვრობა“ და „სხვების შანტაჟი“.
„ევროპაში დადის, უბრალოდ მათხოვრობს და სხვებს აშანტაჟებს, ფულს ითხოვს. ეს უბრალოდ უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის იყო სანდო პარტნიორი, როდესაც საქმე ენერგიის მიწოდებას ეხებოდა.