leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტი უნდა დაფიქრდეს, რათა სააკაშვილის დანაშაულის მონაწილე არ გახდეს 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა”ხალხის ძალის“ განცხადებას, რომელშიც  აღნიშნულია, რომ “თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, ეს იქნება ბოლო წვეთი, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვენ”.

მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა დაფიქრდეს, უნდა თუ არა გახდეს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების მონაწილე.

„იქნება თუ არა კიდევ (აგვისტოს ომის) გამოძიება, ეს არის ხვალინდელი და ზეგინდელი საქმე. დღეს არის მნიშვნელოვანი ის, რომ სააკაშვილის შეწყალების ჭრილში, მოქმედი ფიქციური პრეზიდენტი მეტად უნდა დაფიქრდეს, რათა არ მოხდეს, მისივე გადაწყვეტილებით, სააკაშვილის დანაშაულის მონაწილე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

 

 

ასევე იხილეთ