leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა

ბუდუ ზივზივაძემ ახალი გუნდის, „ჰაინდეჰაიმის“ რიგებში გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „უნიონ ბერლინი“ 2:0 დაამარცხა.

გერმანიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი „ჰაიიდენჰაიმმა“ აქტიურად დაიწყო და მე-17 წუთზე კრაციგმა თავისი გუნდი დააწინაურა. 37-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, მსაჯმა უხეში თამაშისთვის როტე გააძევა, ტაიმის მიწურულს კი თავის გამოჩენის შანსი ზივზივაძესაც ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი „უნიონ ბერლინის“ მეკარემ მოიგერია.

მეორე ნახევარში „ჰაიდენჰაიმი“ კვლავ აქტიური იყო. 83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, ბურთი სტუმართა მეკარეს, შვოლოვს ხელიდან გაუვარდა, დამატებაზე კი გოლი ბეკმა გაიტანა. საბოლოოდ, ზივზივაძემ საშუალოზე მაღალი შეფასება, 7.3 ქულა დაიმსახურა.

ეს გამარჯვება „ჰაიდენჰაიმისთვის“ სექტემბრის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი იყო, გუნდს 13 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.

ასევე იხილეთ