leaderboard_below_slide
left_sabechdi

დონალდ ტრამპი: მე აღვადგენ 2020 წლის ჩემ მიერ შემოღებულ განკარგულებას, რითიც პრეზიდენტს უფლება ეძლევა დაითხოვოს ურჩი ბიუროკრატები და ამ ძალაუფლებას მე აგრესიულად გამოვიყენებ

“ეს არის ჩემი გეგმა თუ როგორ უნდა დავშალოთ „დიფ სთეითი“ და დავიბრუნოთ დემოკრატია კორუმპირებული ვაშინგტონისგან ერთხელ და სამუდამოდ:  პირველ რიგში, მე აღვადგენ 2020 წლის ჩემ მიერ შემოღებულ განკარგულებას, რითიც პრეზიდენტს უფლება ეძლევა დაითხოვოს ურჩი ბიუროკრატები და ამ ძალაუფლებას მე აგრესიულად გამოვიყენებ”, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხდებს.

“მეორე, ჩვენ მთლიანად გავასუფთავებთ ეროვნული უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურებს კორუმპირებული აქტორებისგან, როგორებიც ძალიან ბევრი არიან. დეპარტამენტები და სააგენტოები, რომლებსაც პოლიტიკური ნიშნით იყენებდნენ მთლიანად დაიხურება, ისე რომ უსახურ ბიუროკრატებს აღარ შეეძლებათ დანაშაულში ბრალი დასდონ კონსერვატორებს, ქრისტიანებს და მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ზოგადად, რასაც ახლა სჩადიან.

მესამე, ჩვენ მთლიანად მოვახდენთ საერთაშორისო სადაზვერვო სასამართლოების რეფორმირებას, რადგან მათი მოსამართლეები იმდენად კორუმპირებულები არიან, რომ როდესაც მათ ატყუებენ სხვადასხვა საქმეზე, ეს მათ სულაც არ ადარდებთ.

მეოთხე, ჩვენ გამოვამჟღავნებთ ტყუილებსა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანას ანგრევს. ჩვენ შევქმნით სიმართლისა და შერიგების საბჭოს, რითაც ჩვენ გამოვამჟღავნებთ „დიფ სთეითის“ მიერ წარმოებულ თვალთვალის, ცენზურისა და კორუფციის ფაქტებს, ასეთი კი უამრავია.

მეხუთე, ჩვენ დავიწყებთ იმ სამთავრობო თანამშრომლების დათხოვნას, რომელთაც ინფორმაცია გააქვთ, ქმნიან ყალბ ნარატივებს და ძირს უთხრიან მთავრობასა და დემოკრატიას. ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიმართ სისხლის სამართლის წარმოებას დავიწყებთ.

მეექვსე, ჩვენ ყველა მთავარ ინსპექტორს დამოუკიდებელს გავხდით და ფიზიკურად განვაცალკავებთ იმ დეპარტამენტებისგან, რომლებიც მათზე ზედამხედველობენ, რათა ისინი არ გახდნენ „დიფ სთეითის“ დამცველები.

მეშვიდე, მე კონგრესს მივმართავ, რომ შექმნას სპეციალური აუდიტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ჩვენ სადაზვერვო სამსახურებს, რათა მათ არ აწარმოონ ჩვენ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალი და ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიები, ან თუნდაც არ უთვალთვალონ პოლიტიკურ კამპანიებს, ისევე როგორც ჩემს წინასაარჩევნო კამპანიას უთვალთვალებენ.

მერვე, ჩვენ საპრეზიდენტო ძალისხმევით შევეცდებით, რომ მთელი რიგი ფედერალური სამსახურები ვაშინგტონის ჭაობიდან სხვა ტერიტორიებზე გადავიტანოთ, როგორც მე გავაკეთე მიწის მენეჯმენტის ბიურო შემთხვევაში და ის კოლორადოში გადავიტანე. ასე რომ ასი ათასობით საჯარო მოხელის ვაშინგტონიდან გასვლას უმალვე მოვახერხებთ, რომლებიც პატრიოტი ამერიკელები არიან და უყვართ თავისი ქვეყანა.

მეცხრე, მე ავკრძალავ ფედერალური ბიუროკრატების მიერ იმ კომპანიებში დასაქმებას, რომელთანაც ისინი ურთიერთობენ და რეგულირებას ახდენენ, ეს ასე ვერ მოხდება, ასეთი პრაქტიკა ხშირად დიდ ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთობაში ხდება.
ბოლოსთვის, მე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას მოვახდენ, რათა კონგრესმენების ვადებს ლიმიტები დაუწესდეს.
ასე მოვახდენ „დიფ სთეითის“ დაშლას და აღვადგენ მთავრობას, რომელიც ხალხის მიერ იქნება მართული და ხალხისთვის იმუშავებს. დიდი მადლობა”, – აცხადებს ტრამპი.

ასევე იხილეთ