leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: უნდათ, როგორმე გააშავონ ის ორგანიზაცია, რომელიც ლაპარაკობს სიმართლეს და სიმართლესთან მებრძოლის ხატი, სახეა ბატონი გიორგი გახარია, რომელიც თავისი მოღალატეობრივი ქმედებით არის გამორჩეული

უნდათ, როგორმე გააშავონ ის ორგანიზაცია, რომელიც ლაპარაკობს სიმართლეს და სიმართლესთან მებრძოლის ხატი და სახეა ბატონი გიორგი გახარია, რომელიც თავისი მოღალატეობრივი ქმედებით არის გამორჩეული”,  – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომელიც პია კაუმას ვიზიტს ეხება.

გვახსოვს, რა ამბავი დაატრიალეს და რა დაატყდა თავს ქალბატონ პია კაუმას, რომელიც აპირებდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო. მთელი სოციალური ქსელი, მათ შორის მისიც, ააჭრელეს და მოუწოდებდნენ, რომ არ ჩამოსულიყო. როგორც კი მან თქვა, რომ აზრი არ აქვს საქართველოში ჩასვლასო, მერე უკვე გააღმერთეს. ახლა ახსნა ქალბატონმა პიამ, თუ რა იყო არჩამოსვლის მიზეზი და ეს იყო ის, რომ „კოექტიურ “ნაცმოძრაობასთან” შეხვედრას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა, რადგან მათთვის სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რეკომენდაციების შესრულებაზე ორიენტირებულები არ იქნებოდნენ. ადამიანმა ჩათვალა, რომ არ იქნებოდა ჩამოსვლა მიზანშეწონილი.

ქალბატონმა პიამ ტყუილში ამხილა „ნაცმოძრაობა“ და ახლა ერთ-ერთი ნაცი გამოვიდა და ცდილობს ამ ადამიანის შეურაცხყოფას, მას მოსყიდულს ეძახის, იმ [ეუთო/ოდირი] ორგანიზაციას, რომელიც დასკვნას წერს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურენტულ გარემოში და ყველა ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო. უნდათ, როგორმე გააშავონ ის ორგანიზაცია, რომელიც ლაპარაკობს სიმართლეს და სიმართლესთან მებრძოლის ხატი და სახეა ბატონი გიორგი გახარია, რომელიც თავისი მოღალატეობრივი ქმედებით არის გამორჩეული“, – აღნიშნა გორდულაძემ.

 

ასევე იხილეთ