leaderboard_below_slide
left_sabechdi

მედიის ცნობით, შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

შვეიცარია მზადყოფნას გამოთქვამს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკოლას ბიდომ შვეიცარიული გაზეთ Le Temps-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბურგენსტოკში გამართული სამიტის შემდეგ, უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს რეგულარულად ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენი მზადყოფნის შესახებ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ასევე იხილეთ