leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია აბაშიძე “ბათუმელების” დირექტორის დაკავებაზე: მიკვირს, რომ ამერიკის მსგავსად, მოძალადე მზია ამაღლობელი, ასფალტზე არ ახოხიალეს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “ბათუმელების” დირექტორის, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ამსახველ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ მაქსიმალური სასჯელი ეკუთვნის ყველას, ვინც სახელმწიფოს თავს ესხმის.

აბაშიძის თქმით, გასაკვირია, რომ აშშ-ის მსგავსად, პოლიციელზე ძალადობის გამო, ამაღლობელი “ასფალტზე არ ახოხიალეს”.

“ნაცჟურნალისტობაც ძალიან დიდი ქაჯობაა. მიკვირს, რომ ამერიკის მსგავსად, ეს მოძალადე, ვინმე მზია ამაღლობელი ასფალტზე არ ახოხიალეს. მაქსიმალური სასჯელი ყველა იმ მოძალადეს, რომელიც სახელმწიფოს თავს ესხმის! კმარა ამ ნაცგაიძვერების ბოგინი!
ოფიცერო, ჩემი მოკრძალებული მხარდაჭერა შენ, შენს ოჯახსა და კოლეგებს.” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ