ლალი მოროშკინა: ეს პიკარდულ-კვაზი გავროშული აკულტურული, ოკულტური რევოლუციის მცდელობა ქაჯური როკვით, ყვირილით, გინებით და ფურთხებით სამუდამო, ბინძურ ლაქად დარჩება თბილისის მეხსიერებაში
“რაღაც ისე იცვლება, რომ წლები და თაობები დასჭირდება აღდგენას. ეს პიკარდულ-კვაზი გავროშული აკულტურული, ოკულტური რევოლუციის მცდელობა ქაჯური როკვით, ყვირილით, გინებით და ფურთხებით სამუდამო, ბინძურ ლაქად დარჩება თბილისის მეხსიერებაში …”, – ამის შესახებ პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.
“მსახიობი აღარ ასოციდება მაღალ ინტელექტუალურ, ბოჰემასთან, რეჟისორი გონთან და გემოვნებასთან, მომღერალი და მოცეკვავე სულის ზეიმთან. აივსო ნაგავი ნახმარი ცვილის ფიგურებით, რეზინის ტარაკნებით,, სუნიანი ტყლარწებით და ნაწუწნი ჩუპა-ჩუფსებით… არც არავის გააქვს… ალბათ, სპექტაკლებს კარგა ხანი არ ეყოლებათ მაყურებელი.
სამაგიეროდ, ფსიქიატრიულებს მოემატებათ “ნაპოლეონები”, “ჟანა დარკები” და უბრალოდ მარშელები. აკი გეუბნებიდნენ პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო”…. არ არის ქუჩა თქვენი ძლიერი მხარე. “ხალხს მხოლოდ იმის ნახვა, რომ სურდეს რაც ესმით, თეატრის ნაცვლად აბანოში წავიდოდნენ” (ბერტოლ ბრეხტი) თქვენ გადააქციეთ თეატრი აბანოდ…”, – წერს მძინარაშვილი.