ცოტნე სორდიამ კარატეს საერთაშორისო ტურნირზე, სერია ე-ზე საქართველოს ისტორიაში პირველად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამი დღის განმავლობაში, თბილისში კარატეს საერთაშორისო პრესტიჟული ტურნირის, სერია ე-ს შეჯიბრებები გაიმართა.
მასში 87 ქვეყნის 1 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრების 20 წარმომადგენელი გამოვიდა. ცოტნე სორდიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან 7-დან 6 ბრძოლა მოიგო. ამით სორდიამ პირველად, სერია ე-ზე საქართველოს მედალი მოუტანა.
ტურნირის ჩატარების უფლება საქართველომ 3 თვის წინ მოიპოვა.