ირაკლი დგებუაძე: მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს, კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემს მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ
“მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს, ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემს მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ”, – ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ განაცხადა.
„ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს, რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემს მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოშ გავარკვევთ“,– განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.