leaderboard_below_slide
left_sabechdi

გელა ზედელაშვილი: ვის უნდა ვემსახუროთ და რატომ უნდა ვემსახუროთ? ვისაც ვემსახურებოდით, ძლივს მოვიშორეთ, ახლა ეს უჯიშოები გადაგვეკიდნენ?

„ერთი სად წერია ამ 78-ე მუხლში, ევროპას ემსახურეთო? ვის უნდა ვემსახუროთ და რატომ უნდა ვემსახუროთ? ვისაც ვემსახურებოდით, ძლივს მოვიშორეთ, ახლა ეს უჯიშოები გადაგვეკიდნენ? რატომ უნდა ემსახურო თუნდაც ევროპას, თუნდაც ამერიკას, თუნდაც რუსეთს, თუნდაც ჩინეთს, თუნდაც თურქეთს, თუნდაც ირანს? ჰა, ჰა, ჰა! ესენი სხვებს ეძახიან მონებს!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს:

„გოგიევიჩი მაგარი დუპლეტია!

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია:

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

ერთი სად წერია ამ 78-ე მუხლში, ევროპას ემსახურეთო?

ვის უნდა ვემსახუროთ და რატომ უნდა ვემსახუროთ? ვისაც ვემსახურებოდით, ძლივს მოვიშორეთ, ახლა ეს უჯიშოები გადაგვეკიდნენ?

რატომ უნდა ემსახურო თუნდაც ევროპას, თუნდაც ამერიკას, თუნდაც რუსეთს, თუნდაც ჩინეთს, თუნდაც თურქეთს, თუნდაც ირანს?

ჰა, ჰა, ჰა!

ესენი სხვებს ეძახიან მონებს!

მამამისი იყო – რუსებს ემსახურებოდა, თვითონ არის – რუსეთიდან ფინანსდება და თან ვითომ ევროპას ემსახურება… რუსეთში „დავაჟკაცდა”, კაგებეს ინსტიტუტი დაამთავრა, „კნიჟკიანი” აგენტი გახდა და ახლა თითებს გვიქნევს, ევროპას უნდა ემსახუროთო!” – წერს გელა ზედელაშვილი.

ასევე იხილეთ