leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან სწორია არჩევანი, რომ მოთმინებით დაველოდოთ გარკვეულ მომენტს, როდესაც იქნება ბევრად უფრო სარგებლიანი, ჩვენთვის აქტიური კომუნიკაცია თუ ურთიერთობების განახლება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან

„სტრატეგიული მოთმინება“ – ასე შევფუთეთ ჩვენი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„ვხედავთ გაუგონარ ზეწოლებს, ნაბიჯებს საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ხშირად იმდენად მოკლებულია ყველანაირ სამართლებრივ თუ ადეკვატურ საფუძვლებს, რომ ძალიან რთულია, შეაფასო და უპასუხო. ძალიან სწორია ეს არჩევანი, რომ მოთმინებით დაველოდოთ გარკვეულ მომენტს, როდესაც იქნება ბევრად უფრო სარგებლიანი, ჩვენთვის აქტიური კომუნიკაცია თუ აქტიური ურთიერთობების განახლება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ვხედავთ, რომ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი; ვხედავთ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი განცხადება კეთდება. ყველა ელის ერთგვარად აშშ-ის ახალ პრეზიდენტს ოვალურ ოფისში და იმ ცვლილებებს, რაც შეიძლება განხორციელდეს მისი ინაუგურაციის შემდგომ გლობალურ არენაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე იხილეთ