პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ხატია დეკანოიძის მიერ მართულები და დაგეშილები არიან ყველანი.
„ვიღაცეები რომ მოიღერებთ ყელს და ცრემლად იღვრებით, „ბავშვები” იჩაგრებიანო, „ბავშვების” პროტესტიაო, „უწყინარი”, არაპოლიტიკური აქციებიაო…
ხმა ჩაიგდეთ!!!
ხატია დეკანოიძის მიერ მართულები და დაგეშილები ხართ ყველანი!
ხატია დეკანოიძის ხელის ბიჭები და გოგოები ხართ თქვენ! დიახ, იძახეთ ახლა, რა პარტიები, რის ნაცმოძრაობა, ჩვენ ვერავინ გვმართავსო! ხომ მიგრეკათ ნახირივით რესტორნის შემოგარენში, ხომ გაბღავლათ, ხომ დააჭერინა პოლიციას რამოდენიმე აქტივისტი?!…
ჯერ სად ხართ! ახლა, ამ მასალას იქ გააგზავნის, „პარტნიორებთან”- ნახეთ, როგორ აქციებს ვმართავო, ფული მჭირდებაო, ლიდერი მე ვარო… თქვენ კი, იდექით და უყურეთ სასამართლოს სხდომებს…
ფუი, თქვენი თავმოყვარეობა და ღირსება რა ვთქვი! ფუი, თქვენი უნამუსო ცხოვრება რაა!!!…
თქვენ მონებს ვის ეძახით?!.. თქვე მართლა დეკანოიძის მონებო!” – წერს ხათუნა ხოფერია.