„ბევრი რამ ხდება დღეს, ბევრი განცხადება კეთდება, ბევრი რამ გაშიშვლდა ერთგვარად, რაზეც ბოლო ორი – სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით და კრიტიკის ქარ- ცეცხლში ვეხვეოდით სწორედ იმაზე, რა თემებზეც დღეს ასე საჯაროდ სოციალურ ქსელებში იქნება თუ მედიაში ხდება საუბარი, მათ შორის ჩარევებზე და დიდი ფულის მონაწილეობაზე სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„დღეს ამ თემებზე მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით არ საუბრობენ, ევროპაშიც ხდება ისეთი რაღაცები, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ახდენს ზოგადად რა ფორმაშია დღეს დემოკრატია. დღეს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი თუ რაღაც ძალების წარმომადგენელი, დემოკრატიის სახელით ძირს უთხრის დემოკრატიას.
დღეს ვხედავთ, რომ უგულებელყოფა ხდება საქართველოში დემოკრატიული პროცესის. იმ ადამიანების არჩევანი თურმე არ უნდა ჩაითვალოს და არ ითვლება ამხელა მხარდაჭერა, რომელიც მოიპოვა მმართველმა პარტიამ. თურმე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვერ ასახელებენ ვერანაირ საფუძველს რატომ არ უნდა ჩაითვალოს არჩევნები, ამიტომ რაღაც სხვა გზებს უნდა მიმართონ და სხვა ორომტრიალი უნდა დააყენო ქვეყნის გარშემო, რომ რაღაცნაირად მოიპოვო ხელისუფლება რისთვის. ეს კითხვა პასუხგასაცემია, რისთვის ხდება ეს ყველაფერი და რა არის მიზანი ამ ძალების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.