მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მოქმედებენ ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ რეალურად პოლიტიკურ სცენაზე გვყავს პარტიები, რომლებსაც ჰქვია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უნდა უწევდნენ ოპონირებას და სინამდვილეში ისინი არიან ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ამას თავისით აკეთებენ თუ სხვისი დავალებით, ან ვის ემსახურებიან, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ჩვენ რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ეს ხალხი წლებია, უკვე მოქმედებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს ის ხალხია, რომელიც დადიოდა და ითხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთ, უკანასკნელი იარაღი გამოგვეცლება ხელიდანო, ეს თუ მოხდება „ქართული ოცნება“ დაიწერს ამ ქულებსო.
ეს ის ხალხია, რომელიც წერილებს აგზავნის, რომ უვიზო მიმოსვლა შეაჩერეთ და გამოიყენეთ ის ინსტრუმენტები, რაც კი გაქვთ ხელში, რომ ზეწოლა მოახდინოთ „ქართულ ოცნებაზეო“. ეს ხომ ჩვენს თვალწინ ხდება, ამას ხომ არ სჭირდება დახურულ შეხვედრებზე თვალ-ყურის დევნება და მიყურადება, ამას ამბობენ და აღიარებენ.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩაწერილია ოპოზიციის რიგებში, დგას და ხმამაღლა მოუწოდებს, რომ არ უნდა შეწყდეს „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა იმიტომ, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში, თურმე,“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.