გელა ზედელაშვილი: უნდა გაკეთდეს ნაცების რესტორნების სია, რათა ყველამ იცოდეს, სად აფურთხებენ საჭმელებში და სად აჭმევენ შარდით დანამულ პურს
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნება:
„ესე იგი, ქოცებს საჭმელებში ჩავუფურთხოთო, არა?
ამ დეგენერატებმა არც კი იციან, რა გააკეთეს!
1. ხვალიდან ყველა ის რესტორანი, კაფე თუ ბარი დაკარგავს ნდობას, ანუ კლიენტს, სადაც ნაცები მუშაობენ, ან მეპატრონეები ნაცები არიან;
2. ხვალიდან ყველა რესტორნისა და კაფე-ბარის მეპატრონემ უნდა გაყაროს ნაცები, ნაცურად მოაზროვნე ელემენტები, რათა შარში არ გაეხვეს;
3. ხვალიდან აღარავინ შევა იმ რესტორანში, კაფესა თუ ბარში, სადაც ნაცები და მათთან გათანაბრებული პირები მუშაობენ. რასაკვირველია, ყველა გაკოტრდება;
4. საინტერესოა, როგორ აპირებენ რესტორნებში, კაფეებსა თუ ბარებში ქოცების ამოცნობას, რათა საჭმელებში ჩაუფურთხონ, ადამიანებს ზედ ხომ არ აწერიათ, რომ ქოცები არიან? ან თვითონ ხომ არ იყვირებენ – ქოცები ვართ, ქოცები ვართო? გამოდის, ამ დუპლეტებმა თავადვე გაითხარეს სამარე;
5. ახლა ამ „ლოპოტადან” და სხვა რესტორნებიდან ნაცები რომც გაყარონ, ამით მაინც არაფერი ეშველებათ, ნდობა მაინც ვერ აღდგება, ვინც ნაცებს ამუშავებს, ის მათ ისევ ნაცებით შეცვლის, ან თვითონაც ნაცია;
6. როგორც იცით, დაწყებულია სახელმწიფო სტრუქტურების გაწმენდა ნაცებისგან, ამათ იმდენი ქნეს, წესით თავისით უნდა გაიწმინდოს საზკვების ობიექტები, მაღაზიები, სალონები და ყველა სახის მომსახურე ობიექტები, რადგან ყველა ნაცი მარტო შარი კი არა, მოსიარულე ბომბია;
7. ყველა ობიექტზე უნდა დაიწყოს კვლევა-ძიება, ნაცების გამოვლენა და უპირობო დათხოვნა;
8. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა შეისწავლონ, რა ხდება საკვების ობიექტებში, ესენი ახლა არ დაიწყებდნენ საჭმელების წაბილწვას, როგორც ჩანს, გამოცდილება აქვთ. მართალია, ცოტა ძნელი შესასწავლი თემაა, მაგრამ კონტროლი აუცილებელია;
9. უნდა გაკეთდეს ნაცების რესტორნების, კაფეებისა და ბარების სია, გავრცელდეს, რათა ყველამ იცოდეს, სად აფურთხებენ საჭმელებში და სად აჭმევენ შარდით დანამულ პურს. ეს უნდა იცოდნენ ტურისტებმაც.
ასე, რომ ამათ ის გამოთხარეს, რასაც ეძებდნენ!” – წერს გელა ზედელაშვილი.