„ეს არის ქართული ოპოზიციური სპექტრის აგონიური ხროტინის რამდენიმე ფაქტი… ეს ფაქტები რაიმე სახის ანალიზს, განხილვას, დასკვნას არ ექვემდებარება, ეს უნდა მიიღო როგორც რეალობა და ფსიქიატრებსა და პროკურატურას გადაულოცო!“ – წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.
„პოლიციელი, რომელსაც ღიმილს უკრძალავენ… უკივიან… აგინებენ დუჟმორეულები…
ბავშვები, რომელთა გასახარებლად, ნაძვის ხე არ აანთებინეს… იმავე საღამოს კი, შაბაში მოაწყვეს… პატარებზე გამარჯვების როკვითა და ტაშ- ფანდურით…
ბავშვები, რომლებმაც მთავარ ნაძვთან ფოტო ვერ გადაიღეს… სამაგიეროდ, თავად იღებდნენ სელფებს, ვიდეოებს – მოსაფსმელად ჩაცუცქული ქალის უკანალით… ან, კუბოს დაწვით… როგორც სიმბოლოს საკუთარი ყოფის…
მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც ბავშვობიდან ჯაფით და სხეულის ტკივილით ნაშოვნი ფულით ნაყიდი საათი და ბოკვერი საღლიცინოდ გაუხადეს… თავად კი, გრანტებიდან, ქოლცენტრებიდან და გვარამიას 88-ათასიანი ხელფასიდან გადანარჩენი ფულით შეტყლიზნული ხინკალი და საცივი მიუგდეს „მოზეიმეებს“…
მსოფლიოს დიდ სცენებზე წარმატებული მომღერალი, რომლის გამოსვლაც საქართველოს რაიონებში, ყინვაში, ქარში, ათასობით ბედნიერი ადამიანის წინაშე – სირცხვილად შერაცხეს… თავად კი, ხორუმი აცეკვეს ქალებს… ლაჯებგადათხლეშილი, კუნინძების ხორუმი…
უდიდესი რეჟისორი, რომელსაც ჭიაღუები რაღაცას ედავებიან, ფეხებს ვერ მოჭამენ, მაგრამ გულს ტკენენ… თავად კი, პოლიციელის დანით დაჭრისთვის ბრალდებულ, ვიღაც „მათი დროის გმირს“ გვტენიან „ჩაგრულ ბავშვად“.
რა ვიცი… გაგრძელება არც ღირს.
ეს არის ქართული ოპოზიციური სპექტრის აგონიური ხროტინის რამდენიმე ფაქტი…
ეს ფაქტები რაიმე სახის ანალიზს, განხილვას, დასკვნას არ ექვემდებარება, ეს უნდა მიიღო როგორც რეალობა და ფსიქიატრებსა და პროკურატურას გადაულოცო!
აბა, როგორ უნდა იმსჯელო ნორმალურმა ადამიანმა სალომე ზურაბიშვილზე?! ისტორიიდან მახსოვს ცრუ-მეფეები… არსად არ მსჯელობენ მათ შესახებ. იყვნენ და იყვნენ… აფრენდნენ და ეგაა რაა… ან რამდენი გიჟი იყო, რომანოვების მემკვიდრის – ანასტასიას თვითმარქვია! იყო და იყო…
ესეც გაივლის!“ – წერს ხათუნა ხოფერია.