გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „Financial Times“ დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს, გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს „easyJet“ და „British Airways“ იწყებენ.
„აპრილიდან თბილისის მიმართულებით „easyJet“ იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე „easyJet“ ლოდნოის ლუთონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში „British Airways“-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰიტროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა ავიაკომპანიამ თბილისისკენ 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის“, – წერს „Financial Times“. სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების მონახულებას ურჩევს.
„საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს“,-წერს „Financial Times“.
https://www.ft.com/content/d13bbab2-4896-4631-8f82-2c552bf59f92