leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ხორვატიის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ამოცანაა დაიცვას ქვეყანა ომისგან, წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის, სანქციებით ვერაფერს მივაღწევთ“ – ვინ არის ხორვატიის ახალარჩეული პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა.

ვინ არის ზორან მილანოვიჩი – მილანოვიჩს უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსად მოიხსენიებენ. სინამდვილეში ის წინააღმდეგია, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინაში ნატო-ს მისიაში მიიღონ მონაწილეობა, განცხადებაში კი ამის მიზეზები მკაფიოდ განმარტა. მილანოვიჩის განცხადებით, მისთვის მთავარი ქვეყნის უსაფრთხოებაა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტის და ასევე ხორვატიის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ამოცანაა, დაიცვას ქვეყანა ომისგან“,- წერდა ის გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა NATO-ს მოკავშირეები უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ომის გახანგრძლივებას იწვევს.

„წინააღმდეგი ვარ უკრაინაში ნებისმიერი ლეტალური იარაღის გაგზავნის. ეს ახანგრძლივებს ომს. რა არის მიზანი, რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა“.

მილანოვიჩმა მაშინ ასევე დაგმო გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტანკების მიწოდებს შესახებ.

„გერმანული ტანკები რუსეთში – წარმატებებს გისურვებთ ამაში“, – აცხადებდა ის.

„ვაშინგტონი და NATO უკრაინის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ“, – ამ კომენტარით ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა პასუხი გასცა პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის კრიტიკას, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობის შეცდომა უწოდა იმ პარლამენტარების გადაწყვეტილებას, რომელთაც ხმის მიცემის დროს, მხარი არ დაუჭირეს ხორვატიის მონაწილეობას უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიაში. ხორვატიის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ევროკავშირი თავის ისტორიაში პირველად ებმება ომში, რაც ევროპული ბლოკის ფუნქციონირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

„ვაშინგტონი და NATO უკრაინის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს აწარმოებენ. მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მიზანს ვერ ვიგებ. გეგმა ვერ იქნება პუტინის გადაყენება და გეგმა ვერ იქნება სანქციები. სანქციები უაზრობაა და ამით ვერაფერს მივაღწევთ. სანქციებით მილოშევიჩიც კი ვერ გატეხეს. ისინი ომიდან ომში დადიან და მე რა გავაკეთო ამ დროს? ამერიკის მონა უნდა ვიყო?“ – აცხადებდა მილანოვიჩი.

შეიძლება ითქვას, რომ მილანოვიჩი ხორვატიაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. მან ამომრჩეველთა ხმების 74% მიიღო, მისმა მეტოქემ, დრაგან პრიმორაცმა კი ორჯერ ნაკლები ხმა. მოქმედმა პრეზიდენტმა პირველ ტურშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა, მაშინ მას სრულ გამარჯვებამდე მხოლოდ 1% დააკლდა.

 

ასევე იხილეთ