leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციისთვის დემოკრატია ქაოსია, დემოკრატიული ქვეყნებისთვის კი – წესრიგი. სწორედ ეს წესრიგი არ მოსწონთ და სურთ, რეპრესიებად მონათლონ, საზოგადოების უმეტესობას კი, სიმკაცრეს ითხოვს

„დროა, ხელისუფლებამ უფრო მკაცრად დაიცვას „დემოკრატიული სახელმწიფოს  წესრიგი“ საქართველოში. დღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი სწორედ ამას ითხოვს“, –  წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს აფასებს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ხალხი ხელისუფლებისგან ისეთივე წესრიგის დაცვას ითხოვს, როგორც ეს  ევროპულ სახელმწიფოებში ხდება, სადაც მკაცრად ექცევიან საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ მოქალაქეებს.

„ოპოზიცია რეპრესიებს ეძახის იმას, როდესაც არ აძლევენ პოლიციელებზე ძალადობის, პარლამენტის გადაწვის, მოსამართლეების, თუ სხვა პროფესიის ადამიანების ბულინგის უფლებას. ოპოზიციისთვის დემოკრატია ქაოსია, დემოკრატიული ქვეყნებისთვის კი – წესრიგი. სწორედ ეს წესრიგი არ მოსწონთ და სურთ რეპრესიებად მონათლონ, თუმცა, აქაც უშედეგოდ. მათი განცხადებები, რომ თურმე პოლიციელის ცემაში დადანაშაულებული პირი რეპრესიების მსხვერპლია, უკვე სასაცილოდ ჟღერს.

საზოგადოების დიდ ნაწილში კი, პირიქით არის, ამ წესრიგის სიმკაცრე არ მოსწონთ. ხალხი მეტს ითხოვს, რადგან ხედავენ ევროპულ სახელმწიფოებში თუ რამდენად მკაცრად ექცევიან საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ მოქალაქეებს. ოპოზიციას მხოლოდ ფასადურად სურს ევროპა, საზოგადოების  დიდ ნაწილს კი, ვინც ხმა მისცა დღევანდელ ხელისუფლებას, გააზრებულად. ოპოზიციისთვის სიტყვის თავისუფლება ყველანაირი დეზინფორმაციაა, ამ ხალხისთვის კი, სიმართლის თქმა. ოპოზიციისთვის  სახელმწიფო არ ფასობს, თუ თავად არ იქნებიან ხელისუფლებაში. ამას კი ქართველი ხალხი არ დაუშვებს.

დროა, ხელისუფლებამ უფრო მკაცრად დაიცვას „დემოკრატიული სახელმწიფოს  წესრიგი“ საქართველოში. დღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილი სწორედ ამას ითხოვს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე იხილეთ