leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება

„პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს  ექნებათ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ მოსამართლეების შეკრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ძალიან ცუდია და კატეგორიულად მიუღებელი ის ფაშიზმი, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, მაგრამ  პირობას გაძლევთ, რომ ეს ფაშიზმი აუცილებლად დამთავრდება და ადამიანებს  ექნებათ იმის შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ გარემოში. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებული  მოსაზრება,  განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, მაგრამ ამის გამო ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაისაჯონ და მიაყენონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ის, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, რასაც ვუყურეთ წინა დღეებში, არის ჩვეულებრივი ფაშიზმის  გამოვლინება.  არ იფიქროთ, რომ ეს მარტო საქართველოში ხდება. ევროპულ ქვეყნებშიც ამ ტიპის  ვითარებაა და ეს ფაშიზმი ყველგან დამთავრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე იხილეთ