ზაალ ანჯაფარიძე: თინა ბოკუჩავამ აღიარა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია
„მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია, რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც მათთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თქმითაც, ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანი არის “ბრიუსელს დავანახოთ, რომ არსებობს ალტერნატიული ძალა….”.
ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია, რომ ამ არჩევნებზე ბრიუსელმა და ვაშინგტონმა დაუჭირონ მხარი და თუ ეს მოხდება, თავი ქუდში ექნებათ.
„SOS! დიდი აღიარება ოპოზიციის მხრიდან!. დღეს ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პირდაპირ ეთერში პირდაპირ აღიარა, რომ თურმე ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანი ის ყოფილა, ვციტირებ „ბრიუსელს დავანახოთ, რომ არსებობს ალტერნატიული ძალა…“
ანუ, მათთვის მთავარია, რომ ამ არჩევნებზე ბრიუსელმა, და ვაშინგტონმა დაუჭირონ მხარი და თუ ეს მოხდება, იტყვიან, რომ თავი ქუდში ექნებათ. დანარჩენს, იმედია, ხვდებით.
მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია, რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც მათთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.