leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვახტანგ ცინცაძე: 2024 წელს როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

2024 წლის დეკემბერში ექსპორტი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და 550 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის ჭრილში რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტისა და საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები. მისი თქმით, 2024 წელს საქონლის ექსპორტი დაახლოებით 8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 23 მილიარდ. აშშ დოლარს აღემატება.

„ჩვენი მოლოდინია, რომ საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები მიმდინარე წელსაც, მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. საქართველოს მთავრობა ახორციელებს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ზოგადად ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ. ამდენად, მოველით, რომ ქვეყანაში  ეკონომიკური აქტივობის  ზრდა მომდევნო წლებშიც მაღალ დონეზე შენარჩუნდება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და  მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

 

ასევე იხილეთ