leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად,  აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე, ინდივიდუალურად იქნა განხილული აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები. საუბარი ძირითადად შეეხო მათი სოციალური კეთილდღეობის, საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებისა და განსახლების საკითხებს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისი პროექტები განხორციელდება.

„ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთის მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას და  მათი საჭიროებების მოსმენას.

ვცდილობთ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული თითოეული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ, დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

ასევე იხილეთ