საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ხმამაღლა ვაცხადებ: ეს არ არის ჟურნალისტიკა!
ეს არც ზნეობრივია და არც მორალური!
უსამშობლოებთან და ამორალურებთან საუბარს აზრი არა აქვს, მაგრამ თუნდაც ტვპირველის ე.წ. ჟურნალისტური გუნდი ამას ამართლებს?
თქვენ, ე.წ. ჟურნალისტებო და რამდენიმე ჟურნალისტო, როგორ თვლით – მსგავსი სიბინძურის გაშვება ჯდება ზნეობრივ ჩარჩოებში, რაც თქვენი ეთერით გადაიცემა?
რაც გადაიცემა და რის გამოც, თუნდაც პროფესიული ვალდებულების გამო, ბოდიშსაც არ იხდით?!
ვიდეოს გამოქვეყნებისგან შეგნებულად ვიკავებ თავს.
ამ სიბინძურეს დამატებითი ტირაჟირება არ სჭირდება…
ფოტოებზე კი იმ სიბინძურის ავტორები არიან, ჩემო ძვირფასებო, რაზეც ახლა ვსაუბრობ და რომელ ვიდეოკადრებსაც შეგნებულად არ ვაქვეყნებ!
არც სახელი ვიცი მათი, არც გვარი.
კოლექტიური ზაზაბურჭულაძეები და ლაშაბუღაძეები არიან და კოლექტიური მეგისქარდავები არიან ყველანი!
აქვე ბოდიშს ვუხდი ირაკლი კობახიძისა და მიხეილ ყაველაშვილის ოჯახებს, ამ ნაძირლების ბინძურ ბოდვაზე რომ ვწერ…
მკითხველსაც – რადგან არ(!) ვაქვეყნებ “ტვპირველის” ეთერით გადაცემულ ბინძურ და უხამს ვიდეოკადრებს, მაგრამ საზღვარი აქვს ყველაფერს!
ჩვენც გვაქვს მოთმინების ფიალა უკვე ავსებული და დაამთავრეთ, ბატონებო და მეგობრებო, ეს მარაზმი!
დაამთავრეთ დროზე, თორემ ხალხი საკუთარ საქციელზე აღარ აგებს პასუხს!
ყველას არა აქვს თმენის ვალდებულება და საშიშ ზღვარზე ვდგავართ!
ასეთ ნაძირლებს პასუხიც შესაბამისი გაეცემათ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, თავსაც გაუტეხავენ და მერე არ დაიწყოს ე.წ. ოპოზიციიდან ვინმემ ადამიანის უფლებებზე საუბარი…
და ერთიც: ბატონ ხარანაულს ჰკითხეთ: ასეთ შვილებზე წერდა, – შვილები სად არიანო?
“ტვპირველის” ეთერში არიან ასეთი “შვილები”, ბატონო ბესიკ, და ვიდრე ხაზარაძის ნაბოძებ “საბას” ტიტულს ასწევდეთ მაღლა, აკაკის “გამრდელი” გადაიკითხეთ ხელახლა თქვენც და ვინც თქვენ გიჯერებთ, იგივე ურჩიეთ მათაც!
ასეთი “შვილები” “ქმნიან ამინდს” და ამიტომაცაა, ხალხს გული რომ ერევა ხაზარაძისა და ხოშტარიას მიერ დაფინანსებულ და გამძღარ ხელოვანებზე და ე.წ. კულტურის მოღვაწეებზე…
ვიმეორებ: ეს არ არის ჟურნალისტიკა!
ეს არც ტელევიზიაა!
არც გადაცემაა!
არც ხელოვნებაა!
არც ადამიანობაა!
ეს უზნეობაა!
სიბინძურეა!
უკანასკნელი დონის ნაძირლობაა!
პრინციპში – ნაძირლები კი ხართ, საუბედუროდ!”