leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპის განცხადებით, ის პუტინს “ძალიან მალე” შეხვდება

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს “ძალიან მალე” შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის პუტინს ინაუგურაციის შემდეგ შეხვდება, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი. ზუსტი თარიღი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს არ დაუსახელებია.

შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება იქნება. როგორც ტრამპმა ერთ-ერთ ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში ომის დასრულების მხოლოდ ერთი სტრატეგია არსებობს და ის “პუტინზეა დამოკიდებული”.

“ვიცი, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს, და მე მას ძალიან სწრაფად შევხვდები. მე ამას უფრო ადრეც ვიზამდი, მაგრამ ჯერ უნდა შეხვიდე ოფისში. იქ ყოფნა გარკვეული დეტალებისთვის არის საჭირო”, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე იხილეთ