ალიანსის ქვეყნები განათავსებენ ფრეგატებს, საპატრულო თვითმფრინავებს და საზღვაო უპილოტო თვითმფრინავებს ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად
NATO-ს ქვეყნები განათავსებენ ფრეგატებს, საპატრულო თვითმფრინავებს და საზღვაო უპილოტო თვითმფრინავებს ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
ინფორმაციაNATO-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
NATO-ს წევრების გადაწყვეტილებით, ალიანსი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც შესაძლოა, საფრთხეს ქმნიდნენ. NATO-ს ალიანსი ახორციელებს ქმედებებს, სახელწოდებით „ბალტიის მცველი“, მთელი რიგი ინციდენტების საპასუხოდ, როდესაც 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზიანდა დენის კაბელები, ტელეკომუნაკაციის კავშირები და გაზსადენები.
ფინეთის პოლიციამ გასულ თვეში დააკავა ტანკერი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა. ფინეთში აცხადებენ, რომ გემმა დააზიანა ფინურ-ესტონური ელექტროგადამცემი ხაზი და ოთხი სატელეკომუნიკაციო კაბელი ზღვის ფსკერზე ღუზის ჩაშვებით.
„ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ გადამწყვეტია ენერგომომარაგებისთვის, რომელიც არის ელექტროკაბელებიდან ან მილსადენებიდან, არამედ ინტერნეტ ტრაფიკის 95 პროცენტზე მეტი დაცულია წყალქვეშა კაბელების საშუალებით. და 1.3 მილიონი კილომეტრიანი კაბელები ყოველდღიურად 10 ტრილიონი დოლარის ღირებულების ფინანსურ ტრანზაქციების გარანტიას იძლევა. დღეს შემიძლია, განვაცხადო, რომ NATO იწყებს „ბალტიის დარაჯს“. NATO-ს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაურის გენერალ კრის კავოლის ხელმძღვანელობით, ეს სამხედრო აქტივობა არის ჩვენი მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, რათა გავაძლიეროთ საზღვაო პოზიციები და ჩვენი ალიანსის ძირითადი ტერიტორიების მონიტორინგი. გემის კაპიტნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენს ინფრასტრუქტურაზე პოტენციურ საფრთხეებს ექნებათ შედეგები, მათ შორის შესაძლო გადასხდომა, დაყადაღება და დაპატიმრება“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.