leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრზე: მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს ნაბიჯებთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან და რეფორმებთან დაკავშირებით

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაციის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი იქნება მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და რეფორმებზე.

„ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და იმ სულისკვეთებასთან და იმ საფუძვლებთან დაკავშირებით, რომლებითაც ზოგადად ჩვენი საქმიანობა არის განსაზღვრული. იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესით არის ნაკარნახები და, ამავდროულად, შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელ პრინციპებს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ასევე იხილეთ