საქართველოს ეროვნული ნაკრები 21 მარტს, თბილისში, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს და ვილი სანიოლმა შემადგენლობა გუშინ გაასაჯაროვა.
ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლტცმა კი, დღეს დაასახელა 25-კაციანი შემადგენლობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სიაშია დანიელ სინანი, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო თბილისში ვერ ითამაშებს. თბილისში ასევე სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს ვენის აუსტრიას მცველი მარვინ მარტინშიც, რომელიც განაცხადშია, მაგრამ ჯერ ტრავმა არ მოურჩენია.
ლუქსემბურგის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ანტონი მორისი (სენ-ჟილი), ტიაგო კარდოსო პერეირა (გლადბახი), რალფ შონი (ვილტცი)
მცველები: ელდინ ჯოგოვიჩი (მაგდებურგი), მაქსიმ შანო (აიაჩო), ლორენ იანსი (მანჰაიმი), სეიდ კორაჩი (ვოივოდინა), ენეს მაჰმუტოვიჩი (ცსკა სოფია), მარვინ მარტინში (აუსტრია), მიკა პინტო (ვიტესი), ვაჰიდ სელიმოვიჩი (ჟელეზჩნინარი).
ნახევარმცველები: ლეანდრო მარტინში ბარეირო (მაინცი), ფლორიან ბონერი (ბასტია), ლარს ჟერსონი (კონგსვინგერი), კრისტოფერ მარტინში (სპარტაკი), მათიას ოლესენი (ივერდონი), ოლივიე ტილი (ჩერკასი), სებატიან ტილი (სტალი).
თავდამსხმელები: ალესიო კურჩი (როიალ ფრანსი), აიმან დარდარი (მაინცი), დავიდ ჯონათანსი (ბაიერნი), ედვინ მურატოიჩი (რესოვია), გერსონ როდრიგესი (სლოვანი), ივანდრო სანჩესი (ნაიმეგენი), დანიელ სინანი (ზანკტ პაული).
საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.