leaderboard_below_slide
left_sabechdi

არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს

სახელმწიფო სიმბოლოებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვთ სახელმწიფოსთვის. ისინი განსაზღვრავენ იმ იდენტობას და იმ სინდისს, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

„სახელმწიფო სიმბოლოებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვთ სახელმწიფოსთვის. ისინი განსაზღვრავენ იმ იდენტობას და იმ სინდისს, რაზეც სახელმწიფოებრიობა ზოგადად დგას და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ასევე იხილეთ