შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიას მიმართ თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში სცემეს.
გიორგი გახარია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს გამოხატული ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა.