რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში პოკროვსკის რაიონის სოფელი იანტარნოე დაიპყრო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ქალაქ ჩასოვი იართან, სოფლებთან უსპენოვკასთან, იასენევოსთან და ნოვოელიზავეტოვკასთან წინ წაიწიეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარმა სოფელი ზელიონოე დაიპყრო და ათამდე მიმართულებით წინ წაიწია.