leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინა 40 რაკეტითა და 70-ზე მეტი დრონით დაბომბა

“რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო შეტევა 40 რაკეტითა და 70-ზე მეტი დრონით განახორციელა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„რუსეთის მორიგი მასირებული დარტყმა. ზამთრის შუაგულია, რუსებისთვის სამიზნე უცვლელია: ჩვენი ენერგეტიკა. მიზნებს შორისაა – გაზის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა მან.

როგორც ზელენსკიმ დააზუსტა, უკრაინის მიმართულებით 40 გაშვებულ რაკეტას შორის ბალისტიკურებიც იყო. მისი მტკიცებით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ 30 რაკეტის განეიტრალება შეძლო.

“ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის წყალობით, ჩვენი ენერგეტიკული სისტემა ქმედითუნარიანია. თუმცა ჩვენ მუდამ გვჭირდება უკრაინის საჰაერო ფარის შესაძლებლობების გაძლიერება”, – დასძინა უკრაინის ლიდერმა.

ასევე იხილეთ