leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კირცხალია: 300 ათას ხმაზე ხომ ჰქონდათ საუბარი, 300 ხმის მტკიცებულება მოიტანონ, სად და როგორ გაყალბდა არჩევნები

„300 ათას ხმაზე ხომ ჰქონდათ საუბარი, 300 ხმის მტკიცებულება მოიტანონ, სად და როგორ გაყალბდა არჩევნები”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ განიხილავს ახალი არჩევნების მოთხოვნას ოპოზიციის მხრიდან, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც უჭერენ მხარს.

„ეს არის სრული აბსურდი. არანაირი საფუძველი [ახალი არჩევნების] არ არსებობს. 300 ათას ხმაზე ხომ ჰქონდათ საუბარი, 300 ხმის მტკიცებულება მოიტანონ, სად და როგორ გაყალბდა არჩევნები. რაც შეეხება მათ პარტნიორებს, რომლებსაც როგორც ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ისე განიხილავენ, პარტნიორები ასე არ იქცევიან“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ასევე იხილეთ