leaderboard_below_slide
left_sabechdi

აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება არაეფექტური იქნება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება ეფექტის მომტანი არ იქნება.

“ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს [ტერორიზმის სპონსორად აღიარება] მიმდინარე პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ეფექტური საშუალება იქნება, როცა საქმე რუსეთს ეხება“, – განაცხადა მილერმა.

მისი თქმით, ის სანქციები, რომელიც უკვე მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ და აგრეთვე ის, რომელიც უკანასკნელ კვირებში იქნა მიღებული, პრაქტიკული შედეგების მომტანია. მილერმა აღნიშნა, რომ ახლა რუსულ ტანკერებს ნავთობის ჩამოტვირთვა აღარ შეუძლიათ. ისინი ჩინეთის ნაპირებს მიადგნენ და გაჩერდნენ.

როგორც მილერმა აღნიშნა, რუსეთის აღიარება ტერორიზმის სპონსორად საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობას შეზღუდავს, რაც სხვა პრობლემებს წარმოშობს და რეგიონში მათ მუშაობაზე აისახება.

ასევე იხილეთ