leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბონდო მძინარაშვილი: პოლიტიკოსებიც ცემა-ტყეპაზე გადასვლას თუ აპირებდით, ამ ხალხს რაღას აჩხუბებთ, შედით პარლამენტში და იქ გაუტეხეთ ცხვირი ერთმანეთს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ბათუმში გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალური ქსელით ეხმაურება.

„პოლიტიკოსებიც ცემა-ტყეპაზე გადასვლას თუ აპირებდით, ამ ხალხს რაღას აჩხუბებთ, შედით პარლამენტში და იქ ჩაარტყით ყავის ჭიქები და იქ გაუტეხეთ ცხვირი ერთმანეთს.

1992 წელს ედუარდ შევარდნაძემ მთელი პოლიტიკური სპექტრი (“მრგვალი მაგიდის” გარდა) იმელის დარბაზში შეიყვანა და იქაც დიდი გაწევ-გამოწევა იყო, მაგრამ ის სამი წელი პოლიტიკური დაწმენდის სამი წელი იყო. იმ პარლამენტმა 1995 წელს კონსტიტუციაც მიიღო.

შედით პარლამენტში და იქ იზრუნეთ თქვენი ამომრჩევლის, თქვენი მხარდამჭერების ინტერესების დაცვაზე!

საქართველოს სახელმწიფოს აზიანებთ და, ეს თუ არ გადარდებთ, საკუთარ იმიჯზე მაინც იზრუნეთ!

სირცხვილია!

P.S. საშინელი სანახავია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი როგორ ურტყამს ჭიქიან ხელს პარლამენტის წევრს და, პასუხის მიღების შემდეგ, ცხვირგატეხილი როგორ უსუსურად ზის ასფალტზე სასტუმროს შესასვლელთან“, – წერს ბონდო მძინარაშვილი.

ასევე იხილეთ